Hidden Object

ერთად განვავითაროთ აისი და მისი ფორუმი.
User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Hidden Object

Postby დავითაუ წიკლაური » 20 Apr 2011 21:53

ყველასთვი კარგად ნაცნობი და საყვარელი თამაში ;) რაიმე ნივთის დამალვა უცნობ ადგილას... მინიშნებები და კოორდინატები... მგონი ცუდი არ იქნება თუ აისის სასწავლო პროგრამაში ჩავრთავთ :? ეს თამაში ხელს შეუწყობს ნავიგაციის, ლოგიკური აზროვნებისა და ჯგუფური მუშაობის განვითარება-დახვეწას :roll: ია ტაკ დუუუმაიუ... :roll:
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
NAZGHA
ფორუმელი
Posts: 6281
Joined: 12 Apr 2009 12:55

Re: Hidden Object

Postby NAZGHA » 20 Apr 2011 22:56

დავითაუ წიკლაური
ჯეოკეშინგი ქვია მაგას, მოლაშქრეები მალავენ ხოლმე რაღაც ნივთებს და სხვებმა უნდა იპოვონ. კლდეკარში ვნახეთ ეგ.
სასწავლო კურსში როგორ წარმოგიდგენია მაგის ჩართვა?
ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: Hidden Object

Postby დავითაუ წიკლაური » 21 Apr 2011 08:26

NAZGHA wrote:დავითაუ წიკლაური
ჯეოკეშინგი ქვია მაგას, მოლაშქრეები მალავენ ხოლმე რაღაც ნივთებს და სხვებმა უნდა იპოვონ. კლდეკარში ვნახეთ ეგ.
სასწავლო კურსში როგორ წარმოგიდგენია მაგის ჩართვა?

ხო, რაც შეეხება სახელს... ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რო ესე ერქვას... პირდაპირ თუ გადავთარგმნით თამაშს მიესადაგება კიდეც...
სასწავლო პროცესში: როგორც პირველ პოსტში აღვნიშნე, მეთაურები დამალავნ რაიმე ნივთს ან ფურცელს რაიმე წარწერით თუნდაც (არა აქვს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა)
კურსანტები დაიყოფიან ჯგუფებად(როგორც ყოველთვის)
თითოეულ ჯგუფს მიეცემა რუკა და პირველი მინიშნების კოორდინატი... ადგილზე მისულს კი დახვდება შემდეგი(აუცილებელი არაა ყველა კოორდინატის თავიდანვე მიცემა ჩემი აზრით :? )
შესაძლებელია კოორდინატები საერთოდ ამოღებული იყოს ამ თამაშიდან და აგებული იყოს მთლიანად ლოგიკურ, სააზროვნო თავსატეხებზე( ეს იმ შემთხვევაში, თუ თამაში ნაცნობ გარემოში მიმდინარეობს (ლისის ტბის მიდამოებში :D ) )
ყურადღება გამახვილებული უნდა იყოს რუკაზე დანახულის მიმდებარე გარემოსთან მისადაგებაზე... ძალიან ბევრს აქვს ეს პრობლემა...
ანუ, თუ იცი კოორდინატი და მიხვედი დანიშნულების ადგილზე, საქვეყნოდ გამოსაჩენ ადგილზე კი არ უნდა იყოს ობიექტი, უნდა დამალული იყოს, და უნდა მიაგნო სწორედ იმ სიტყვა-გასაღების, ან მინიშნების საშუალებით...
გარდა ამისა, ეს თამაში ჯგუფური მუშაობის გამოცდილებას გაზრდის კურსანტებში!!!
ხო, იდეაში მაქვს ამ თამაშის გართულებული ვარიანტი, სადაც ჯგფებს ერთმანეთთან შეჯიბრი მოუწევთ, მაგრამ ეს იდეა ამ პოსტის წერის პარალელურად დამუშავების პროცესშია :D
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
SANDRO
ფორუმელი
Posts: 837
Joined: 28 Aug 2010 22:30
Location: GEORGIA,TBILISI

Re: Hidden Object

Postby SANDRO » 21 Apr 2011 09:11

დავითაუ წიკლაური
კარგი იდეაა იმედია განხორციელდება ;)
უფალი ჩემი შუქი არის და ხსნაა ჩემი – ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლისა – ვისგან შევძრწუნდე?
ფსალმუნი 27:1


სამშობლოს არვის წავართმევთ,
ნურც ნურვინ შეგვეცილება,
თორემ ისეთ დღეს დავაყრით,
მკვდარსაც კი გაეცინება.

User avatar
Lilly
ფორუმელი
Posts: 161
Joined: 07 Mar 2011 02:01
Location: თბილისი

Re: Hidden Object

Postby Lilly » 21 Apr 2011 10:45

მეც მომწონს. (: ოღონდ კოორდინატს ისევე როგორც რუკას მე მგონი რომ მიახლოებითი ორიენტაციის ფუნქცია დაეკისრებათ, და აქცენტი ორიენტირების მეშვეობით ლოგიკურ აზროვნებაზე გაკეთდება, რაც ბუნებრივად ჩართავს ჯგუფის წევრებს ამ პროცესში.

(:
error 403 - Forbidden

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: Hidden Object

Postby დავითაუ წიკლაური » 21 Apr 2011 10:56

Lilly
დიახ, სწორად გამიგეთ ;)
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
NAZGHA
ფორუმელი
Posts: 6281
Joined: 12 Apr 2009 12:55

Re: Hidden Object

Postby NAZGHA » 21 Apr 2011 11:37

დავითაუ წიკლაური
მოდი კარგად დაამუშავე ეგ იდეა.სასწავლო კურსში ჯერ ვერ ჩაჯდება, ვცადოთ, დავტესტოთ და ვნახოთ რა გამოვა.
ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Re: Hidden Object

Postby Avaza » 21 Apr 2011 11:41

NAZGHA wrote:მოდი კარგად დაამუშავე ეგ იდეა


+1

კურსში ვერა, მაგრამ კურსდამთავრებულებს კი შეუძლიათ შეჯიბრის მოწყობა ... 30 კმ-იანი მონაკვეთი ავიღოთ და 3 დღიანი შეჯიბრი გავაკეთოთ ზაფხულში.

ნავიგაცია, დაზვერვის ელემენტები და სალაშქრო საქმე ერთად იქნება თავმოყრილი.
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
BUBU
ფორუმელი
Posts: 1319
Joined: 27 Nov 2009 20:27

Re: Hidden Object

Postby BUBU » 21 Apr 2011 12:31

საინტერესოა
ასევე თუ განსაზღვრული დრო იქნება მოცემული
კურსის დამთავრების შემდეგ შეიძლება მსგავსი რამ
In this world, some people born are like keys that move the world and exist having no connection to the social hierarchy established by man
---
ოქროს ზოდიც, კი არ ბრწყინავს მუდამ.

User avatar
SANDRO
ფორუმელი
Posts: 837
Joined: 28 Aug 2010 22:30
Location: GEORGIA,TBILISI

Re: Hidden Object

Postby SANDRO » 21 Apr 2011 16:28

მანდ შიგა და შიგ პატარა ჩასაფრებებიც რომ შეიძლებოდას კარგი იქნებოდა ;)...
უფალი ჩემი შუქი არის და ხსნაა ჩემი – ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლისა – ვისგან შევძრწუნდე?
ფსალმუნი 27:1


სამშობლოს არვის წავართმევთ,
ნურც ნურვინ შეგვეცილება,
თორემ ისეთ დღეს დავაყრით,
მკვდარსაც კი გაეცინება.

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: Hidden Object

Postby დავითაუ წიკლაური » 21 Apr 2011 17:08

SANDRO
ხო, რავიცი... მე იდეა წამოვაყენე... მისი სრულყოფა და განვრცობა კი ყველას შეუძლია....
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

partizan
ფორუმელი
Posts: 395
Joined: 16 Jun 2010 23:27

Re: Hidden Object

Postby partizan » 21 Apr 2011 17:19

კარგია
ოღონდ ავაზამ სწორედ აღნიშნა რამდენიმე დღიანი თუ იქნება უკეთესია :)
DE OPPRESSO LIBER!!

User avatar
SANDRO
ფორუმელი
Posts: 837
Joined: 28 Aug 2010 22:30
Location: GEORGIA,TBILISI

Re: Hidden Object

Postby SANDRO » 21 Apr 2011 22:46

partizan
ხო აბა ერთი დღე რა მუღამი აქვს

ზაფხულში იქნება კარგი მაგის გაკეთება.
უფალი ჩემი შუქი არის და ხსნაა ჩემი – ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლისა – ვისგან შევძრწუნდე?
ფსალმუნი 27:1


სამშობლოს არვის წავართმევთ,
ნურც ნურვინ შეგვეცილება,
თორემ ისეთ დღეს დავაყრით,
მკვდარსაც კი გაეცინება.

User avatar
NAZGHA
ფორუმელი
Posts: 6281
Joined: 12 Apr 2009 12:55

Re: Hidden Object

Postby NAZGHA » 25 Apr 2011 17:35

დავითაუ წიკლაური
იდეა კარგია მთავარი მის შესრულებაზე ზრუნვაა. გარგად გაწერე სად როგორ და რანაირად შეიძლება გაკეთდეს. თU რამეში ჩემი დახმარება დაგჭირდეს აქ ვარ.
ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: Hidden Object

Postby დავითაუ წიკლაური » 02 May 2011 16:30

გეოქეშინგი
(თამაშის წესები)

I. თამაშში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია საკუთარი სამალავების შექმნა და სხვისი სამალავების აღმოჩენა.

II. სამალავის ძებნის დროს თამაშში მონაწილე ვალდებულია შეასრულოს შემდეგი ქმედებები:
1) ყურადღებით გაეცნოს სამალავის აღწერილობასა და სამალავის ავტორის დავალებებს. ჩაიწეროს კოორდინატები;
2) სამალავის ავტორისა და თამაშის სხვა მონაწილეების მინიშნებების მიხედვით აღმოაჩინოს სამალავი;
3) დამალული კონტეინერიდან ნებადართულია ნებისმიერი ნივთის აღება. მის მაგივრად აუცილებელია სხვა ნივთის დატოვება;
4) სამალავის ბლოკნოტში გააკეთოს ჩანაწერი აღმოჩენის შესახებ. აგრეთვე სავალდებულოა აღებული და დატოვებული არტეფაქტების მითითება;
5) კონტეინერის სამალავში დაბრუნება და მისი შენიღბვა;
6) სამალავის ავტორის დავალების შესრულება;
7) ფორუმზე შესაბამის თემაში სამალავის აღმოჩენის შესახებ განაცხადის გაკეთება.

III. სამალავის მოწყობის დროს თამაშში მონაწილე ვალდებულია შეასრულოს შემდეგი ქმედებები:
1) სამალავები განთავსოს საინტერესო ადგილებში;
2) ჩაიწეროს სამალავის კოორდინატები;
3) �ექსტრიმის� ტიპის სამალავის შექმნის შემთხვევაში მოთამაშეების წინასწარ გაფრთხილება მოსალოდნელი საფრთხეებისა და აუცილებელი აღჭურვილობის შესახებ.
4) ფორუმზე შესაბამის თემაში სამალავის განთავსების შესახებ განაცხადის გაკეთება.

IV. აკრძალულია:
1) სამალავების კერძო, სამხედრო და სხვა სახის დახურულ/დაცულ, აგრეთვე ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების ტერიტორიებზე მოწყობა;
2) სამალავების მოწყობა არქეოლოგიური გათხრების ადგილებში;
3) სამალავებში მოქმედი კანონმდებლობით აკრძალული (იარაღი, საბრძოლო მასალები, ნარკოტიკები და ა.შ.), არაჯანსაღი ცხოვრების საგნების (ალკოჰოლი, თამბაქოს ნაწარმი და ა.შ.), მალფუჭებადი პროდუქტების და აგრეთვე ისეთი არტეფაქტების განთავსება, რომელბსაც შეუძლია კლიმატური პირობების გამო გამოიწვიონ სამალავის/კონტეინერის დაზიანება ან გარეული ცხოველების ყურადღების მიქცევა.

V. თამაშის საიტზე აკრძალულია:
1) უცენზურო გამოთქმების გამოყენება და მოთამაშეების შეურაცხყოფა;
2) სამალავების არასწორი კოორდინატების გამოქვეყნება.
3) სამალავების ამსახველი მონტაჟირებული ფოტოსურათების განთავსება.

VI. საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ზემოთჩამოთვლილი წესების დარღვევის შემთხვევაში უარი თქვას სამალავების შექმნის, ან მათი აღმოჩენის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებაზე და წესების დამრღვევ მოთამაშეებს გაუუქმოს რეგისტრაცია.

VII. თამაშის პრიოირტეტებია:
1) სამალავების განთავსება ბუნებრივად, კულტურულად, ისტორიულად და გეოგრაფიულად საინტერესო ადგილებში;
2) სამალავების საინტერესო და ფოტო-ილუსტრირებული აღწერილობის შექმნა;
3) ცხოვრების აქტიური, ჯანსაღი წესი.

VIII. თამაშისას კარგ ტონად ითვლება:
1) ყურადღება და კეთილგანწყობა თამაშის მონაწილეებს შორის;
2) სამალავის აღმოჩენის შესახებ ფორუმზე შესაბამის თემაში შთაბეჭდილებების გაზიარება;
3) თამაშის სხვა მონაწილეების ციტირებისას ან ფოტოების გამოყენებისას პირველწყაროს მითითება;

IX. თამაშისას შესაძლებელია წესებში გარკვეული ცვლილებების შეტანა ან ახალი წესების დამატება. ცვლილებები ხორციელდება მოთამაშეთა ინიციატივით, საღი აზრისა და საერთო ინტერესების გათვალისწინებით.

ეს ვიპოვე karavi.ge-ზე... შეგვიძლია გამოვიყენოთ და/ან ჩავასწოროთ ჩვენთვის საინტერესო პუნქტები...
აქვე კარავი.ჯი-ს ლინკი ამ თემის შესახებ http://karavi.ge/viewtopic.php?t=153&postdays=0&postorder=asc&start=0
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)