Page 3 of 3

Re: Hidden Object

Posted: 04 May 2011 11:17
by Avaza
Mr. Nemso

რა ვისოლის ფერებსია გაკეთებული ... გულმა უგრძნოთ ვინ იქნებოდა ტორპედოს სპონსორი? :)

მიყვარს ქუთაისი ... :)

ქართველების დედაქალაქი ...

Re: Hidden Object

Posted: 04 May 2011 16:39
by დავითაუ წიკლაური
სანამ ამ თამაშის სრულ, დიდ და რთულ ვერსიას შევეჭიდებოდეთ, იქნებ გვეცადა აქვე პატარა, მსგავსი ტიპის აქტივობის განხორციელება? ;)

Re: Hidden Object

Posted: 04 May 2011 18:18
by Mr. Nemso
Avaza wrote:რა ვისოლის ფერებსია გაკეთებული ... გულმა უგრძნოთ ვინ იქნებოდა ტორპედოს სპონსორი?

ხო მაგაზე მეც ვიკაიფე :D
ისე ეს კიარაა ვისოლის ფერებში, ვისოლია ამ ფერებში :D :D

Re: Hidden Object

Posted: 04 May 2011 18:41
by დავითაუ წიკლაური
Mr. Nemso wrote:ისე ეს კიარაა ვისოლის ფერებში, ვისოლია ამ ფერებში :D :D

:lol: :lol: :lol:

Re: Hidden Object

Posted: 05 May 2011 14:09
by Avaza
Mr. Nemso
დავითაუ წიკლაური

"რაღაც არსებობს" (რადიო 105)

Re: Hidden Object

Posted: 05 May 2011 19:08
by Capitan Alatriste
ჭეშმარიტება სადღაც იქ არის! (The X Files) :lol:

Re: Hidden Object

Posted: 07 May 2011 20:04
by დავითაუ წიკლაური
დავითაუ წიკლაური wrote:სანამ ამ თამაშის სრულ, დიდ და რთულ ვერსიას შევეჭიდებოდეთ, იქნებ გვეცადა აქვე პატარა, მსგავსი ტიპის აქტივობის განხორციელება? ;)

:roll:

Re: Hidden Object

Posted: 28 May 2011 18:49
by დავითაუ წიკლაური
დავითაუ წიკლაური wrote:
დავითაუ წიკლაური wrote:სანამ ამ თამაშის სრულ, დიდ და რთულ ვერსიას შევეჭიდებოდეთ, იქნებ გვეცადა აქვე პატარა, მსგავსი ტიპის აქტივობის განხორციელება? ;)

:roll:

:?: :?: :?:

Re: Hidden Object

Posted: 06 Jun 2011 15:39
by დავითაუ წიკლაური
მოკლე ახსნით:
თამაშის მონაწილე სადმე ღირსშესანიშნავ ადგილას აკეთებს მცირე სამალავს ე.წ. "საგანძურით", განთავსების ადგილი, "საგანძურის" შიგთავსი, მასთან მისვლის გზების აღწერა და ა.შ. მთლიანად დამმალავის ფანტაზიაზეა დამოკიდებული. შემდგომში დგება ე.წ. "სამალავის პასპორტი" � რომელშიც მითითებულია ძებნისათვის აუცილებელი პარამეტრები და განთავსდება შესაბამის ვებ საიტზე. სხვა მონაწილეები ამ ინფორმაციით ცდილობენ სამალავის პოვნას და მასში პოვნის დამადასტურებელ ნიშანს ტოვებენ, რომელსაც შემდგომი მონაწილე აიღებს და ა.შ. დაახლოებით � ალპინისტების მიერ მწვერვალზე დატოვებული ნიშნულების მსგავსად.

საერთოდ ძებნას მოწყობილობა GPS-ის საშუალებით აწარმოებენ ხოლმე და ეს თამაშიც მისი პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა, მაგრამ დამმალავის კარგი ფანტაზიის შემთხვევაში არავითარი მოწყობილობა იქნება საჭირო და საკმაოდ საინტერესოს გახდის ობიექტის ძებნის პროცესს.

ყველა წესიერ ქვეყანაში ვებ გვერდის სპონსორირებას და თამაშის ძირითადი ფაბულის ორგანიზებას თავისთავზე ნავიგაციის მოწყობილობების იმპორტიორი ფირმები იღებენ ხოლმე თავისთავზე, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ვერ გეტყვით ვინ შეიძლება იყოს ეს � ისე ორიოდ კაცს კი ვიცნობ ვინც ამ ბიზნესითაა დაკავებული.

აქ საკმაოდ საინტერესო ხალხია თავმოყრილი და ლაშქრობებიც ხშირად ტარდება, ჩემი გამოცდილებით 7�10 კაციანზე მეტი რაზმები უკვე ცოტათი "ბარდაგდება" :D , საქმისაგან მოცლის, ურთიერთობისა და მეტი მანევრულობის თვალსაზრისით უპრიანია სწორედ ასეთი ჯგუფებით ლაშქრობა და შესაბამისად რამოდენიმე მათგანს შეუძლია ერთმანეთს ზემოხსენებული თამაშიც შესთავაზოს � მოგზაურობა დამატებით აზარტს შეიძენს და სპორტული ინტერესიც გაჩნდება.

გარდა ამისა ვებ გვერდს შეუძლია მსოფლიო გეოკეშინგის ქსელში ინტეგრირება და საქართველოში არსებული კულტურისა და ხუროთმოძრვრების ძეგლების კიდევ ერთხელ წარმოჩინება ახალი კუთხით.

ბოლო ბოლო � "ზემოდან" გაუთავებელი ლაქლაქით ტურიზმის განვითარება არ ხდება.. ჩვენც რითიც შეგვიძლია წავახმაროთ ხელი ამ ქვეყანას, თამაშ�თამაშით მოზიდული რამოდენიმე ტურისტიც საქმეა � ის თავისიანებს ეტყვის და ა.შ.

ნიუ�ვასიუკი არ ამიშენებია.. სულ მცირე ძალისხმევა ჭირდება ამ ყველაფერს.
გამოთქვით აზრი და დავიწყოთ პირველივე ლაშქრობისას..

Re: Hidden Object

Posted: 09 Jun 2011 23:39
by conqueror
ოფიციალური საიტი http://www.geocaching.com/
ესეც ჩვენი ამერიკელი "სეხნიების" საიტი http://www.ggaonline.org/gga_aboutus.php

ესეც 2 კეში, რუსულ საიტზე მაგრამ საქართველოში
http://www.geocaching.su/?pn=101&cid=771
http://www.geocaching.su/?pn=101&cid=859